weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

„მტრის დანაკარგი 5710 ადამიანია“ – უკრაინის თავდაცვამ განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა

12:41 სამშაბათი, 01 მარტი 2022
AP Photo/Vadim Ghirda AP Photo/Vadim Ghirda

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის სავარაუდო დანაკარგის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით, 24 თებერვლიდან პირველ მარტამდე (დილის 6 საათამდე), რუსეთის მხარეს დაიღუპა დაახლოებით 5710 ადამიანი, 200 კი ტყვედ არის აყვანილი. 

როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, განადგურებულია და დაზიანებულია: თვითმფრინავი – 29, შვეულმფრენი – 29, ტანკები – 198, ჯავშანტრანსპორტიორი – 846, საარტილერიო სისტემები – 77, საზენიტო საბრძოლო სისტემები – 7, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა – 24, საწვავის ავზები – 60, უპილოტო საფრენი აპარატები – 3, ნავი – 2, სატრანსპორტო საშუალება – 305.

სამინისტრო აცხადებს, რომ მონაცემები ახლდება და დათვლის პროცესი ინტენსიური სომარი მოქმედებების გამო გართულებულია.

რუსეთმა უკრაინაში ომი, რასაც ვლადიმერ პუტინი „სამხედრო სპეცოპერაციას“ უწოდებს, 24 თებერვალს დაიწყო. ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას დაღუპული სამხედროების შესახებ არ ავრცელებს. უწყებამ ომის მეოთხე დღეს მხოლოდ ზარალის არსებობა დაადასტურა, თუმცა დაღუპულთა რიცხვი არ დაასახელა და აღნიშნა, რომ რუსეთს უკრაინაზე ბევრად ნაკლები დანაკარგი აქვს.

რუსეთმა უკრაინაში ომი, რასაც ვლადიმერ პუტინი „სამხედრო სპეცოპერაციას“ უწოდებს, 24 თებერვალს დაიწყო. ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას დაღუპული სამხედროების შესახებ არ ავრცელებს. უწყებამ ომის მეოთხე დღეს მხოლოდ ზარალის არსებობა დაადასტურა, თუმცა დაღუპულთა რიცხვი არ დაასახელა და აღნიშნა, რომ რუსეთს უკრაინაზე ბევრად ნაკლები დანაკარგი აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]